ერთი ადამიანის ძალისხმევით შენარჩუნებული სოფელი პანკისის ხეობაში – ხადორში, 81 წლის ელო წიწუაშვილი უკვე 36 წელია მარტო ცხოვრობს. ის ერთადერთი მუდმივი მკვიდრია, რომელიც წლებია მშობლების დანატოვარ სახლსა და თითქმის დაცლილ სოფელს პატრონობს. ხადორი დღეს ელექტროენერგიით, სასმელი წყლითა და გარე განათებით უზრუნველყოფილია, თუმცა, კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა. მარტოობაში გატარებული ათწლეულები, სოფლის გადარჩენის ისტორია და ყოველდღიურობა მაღალმთიან რეგიონში — ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები