სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.

ახალშობილი გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ის ახალშობილთა განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.