სოფელ ფონას პრობლემები

სტიქიური ნაგავსაყრელი, უგზოობა და საძოვრების სიმწირე იმ პრობლემების ნაწილია, რომლებიც უკვე წლებია გადაუჭრელი რჩება სოფელ ფონაში.

რეაბილიტაციას საჭიროებს საუკუნოვანი სკოლაც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ადგილობრივებთან ერთად აჭარიდან 10 წლის წინ ჩასახლებული ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ, რომლებიც სახლების დაკანონებას დღემდე  ვერ ახერხებენ.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან.