სოფელ ძველი ვეძისის მოსახლეობის მოთხოვნა

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მოთხოვნით, სოფელ ძველი ვეძისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მერიასთან შეიკრიბნენ და გზასთან ერთად, სანაგვე ურნების განთავსება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს პრობლემები წლებია აწუხებთ. მოსახლეობის პროტესტს საბურთალოს გამგეობაში უპასუხეს და განაცხადეს, რომ გამგეობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს წლის განმავლობაში პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებს და სამუშაოებს პირველ რიგში ისეთ ობიექტებზე აწარმოებს, სადაც ბევრად მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობაა. მოქალაქეები კი აქციების შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.