სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ძველ ხიბულაში

13:21, 03.05.2019

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობის პროექტის მომზადება. წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გაკეთდება წყლის ჭაბურღილები და მოეწყობა ახალი ქსელი. მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან და „ფონდ ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მსგავსი