სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული ამ წუთებში ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში. ხანძარი ლიკვიდირებულია. ახლა ადგილზე ძირითადი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ხელს ქარი უშლით. უწყების ცნობით, ცეცხლი რამდენიმე საათის წინ ტყის ქვედა საფარს მოედო. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები – 20 მეხანძრე, ორი სამაშველო ავტომობილი და სამი ავტოცისტერნა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.