სოფელ ჭიაურის პრობლემები

21:10, 13.04.2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მცხოვრები 170-მდე ბავშვი, განათლების მისაღებად ყოველ დილით სხვა სოფელში მიდის. თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გადასაყვანად რამდენიმე მიკროავტობუსია დანიშნული. ასეთ რეჟიმში მოზარდები უკვე ორი წელია ცხოვრობენ. სოფელი ჭიაურის ერთადერთი სკოლა ორი წლის წინ იმ პირობით დაკეტეს, რომ ახალს ააშენებდნენ, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სკოლის გარდა, სოფელს არაერთი პრობლემა აქვს, მათ შორის სასმელი წყლის დაბინძურების კუთხით. მოსახლეობა ყვება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივების პრობლემების შესახებ ჟანა დიდებაშვილი და მიხეილ ყარაულაშვილი მოგვიყვებიან. #მოამბერეგიონები  

მსგავსი