სოფელ ბუკისციხის სკოლის სადავო შენობა

საჯარო სკოლის შენობის მდგომარეობა დავის მიზეზია ჩოხატაურის რაიონში.

ნაგებობა, რომელშიც სოფელ ბუკისციხის სკოლა არის განთავსებული, 1974 წელს აშენდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, დღეს შენობა ავარიულია. ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება მისი რეაბილიტაცია თუ – დემონტაჟი და ახლის აშენება.

უსაფრთხოების მიზნით, რესურსცენტრი სკოლის დაცლას ითხოვს. მოთხოვნას არ ეთანხმებიან დირექცია და მშობლები, ისევე როგორც შენობის ავარიულობის ხარისხს. ისინი შიშობენ, რომ თანხის არარსებობის გამო, სოფელი სკოლის გარეშე დარჩება.

ვითარების გასარკვევად ადგილზე ჩვენი კორესპონდენტი თეა აბსარიძე ჩავიდა.