სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 

12:25, 05.08.2026

ამბროლაურში, სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის განახლება მიმდინარეობს. დაწესებულება 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე და ეკოლოგიური გარემოს შექმნას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. პროექტის მიხედვით, ბუგეულის სკოლაში მნიშვნელოვნად შემცირდება ენერგომოხმარება. სამუშაოები სკანდინავიური საფინანსო კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

 

მსგავსი