სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს - მკვლელი დაკავებული არ არის

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს.  დუდაევს სამჯერ ესროლეს. მკვლელი დაკავებული არ არის.

ცხინვალში მცხოვრები დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004  წლის მარტში დააკავეს, 2005 წლის ნოემბერში თბილისის სასამართლომ დუდაევი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, გამოძალვასა და ყაჩაღობაში და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამნისტიის და სასჯელთა შეკრებითობის გაუქმების შედეგად, 2013 წლის ივნისში მარეკ დუდაევი საპატიმროდან გათავისუფლდა.