სოფელ ანაგაში მოსახლეობა შიდა საუბნო გზების შეკეთებას ითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ანაგაში მოსახლეობა ამორტიზებული შიდა საუბნო გზების შეკეთებასა და მოასფალტებას ითხოვს. მათ საპროტესტო აქცია გამართეს.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფლის ხევიდან გადმოსული წყალი ზამთარში გზაზე იყინება და გადაადგილება შეუძლებელი ხდება.

ანაგელები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.  ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ  ხევის სათავო ნაგებობაზე  მუშაობა დაწყებულია, რათა  წყალმა მოსახლეობას და გზას პრობლემა აღარ შეუქმნას.

დაგეგმილია გზის მოწესრიგებისთვის საკითხის განხილვა.