სოციოლოგიური კვლევის შედეგები

საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა და მოსახლეობის განწყობები დემოკრატიული მაჩვენებლების მიმართ – გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას ეხება. კვლევა სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, „ღია საზოგადოების“ ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეშენალ აიდიას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში. მოსახლეობის გამოკითხვა თბილისსა და რეგიონებში 2018 წლის 16-27 ნოემბერში ჩატარდა. გამოიკითხა 1786 რესპონდენტი.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით

 

დატოვე კომენტარი