სოციოლოგიური კვლევა 

კიდევ ერთი სადავო კვლევა, რომელიც საქართველოს პირველ არხს ეხება.

გამოკითხვა „ღია საზოგადოების“ ფონდისა და საერათაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეიშენალ აიდიას“დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა და საქართველოს პირველი არხის რეიტინგი და ფუნქციების შესრულება შეაფასა. თუმცა კვლევის ავტორებმა მაუწყებლის მხრიდან ფუნქციების შესრულების შესახებ მათაც კითხეს, ვინც მათივე კვლევით, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი არ არის.

პრეზენტაციაზე, სადაც კვლევის სხვა შედეგებთან ერთად, ეს მონაცემებიც იყო წარმოდგენილი, პირველი არხის ჟურნალისტს, გამოკითხვის ამ ნაწილზე მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება არ მიეცა. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია. თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს თემას.

დატოვე კომენტარი