სოციალური შემწეობები

18:27, 25.10.2019

ჯანდაცვის მინისტრი სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს პასუხობს, რომლებიც საარსებო შემწეობის შეჩერებას აპროტესტებენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დახმარების ჩარიცხვის შეჩერება დროებით,  გადამოწმების მიზნით მოხდა, რაც 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება. მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი საარსებო შემწეობის მიღებისთვის საჭირო ქულებს მიიღებენ, მათ დახმარება ისევ დაენიშნებათ. არსებული ინფორმაციით ქულების გადაანგარიშების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

მსგავსი