საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სასტუმრო „შერატონში“ სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლა. რიგით მეოთხე, გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება.
სოციალური საწარმოების გამოფენაზე 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების სტუმრებს შორის ევროკავშირის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელიც იყო, რომელმაც დამსწრე სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.