„სოციალური სამართლიანობისთვის“ სიის პრეზენტაცია

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის წევრები წარადგინა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა.

მამუკა ტუსკაძესთან ერთად სიის ოცეულში გოჩა მაჩაიძე, გიორგი შერვაშიძე, ხათუნა მაჭავარიანი, რომან ალთუნაშვილი და მანანა მამუკელაშვილო იქნებიან. სიის წევრების გარდა პარტიის ლიდერმა ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირმა პეტრიაშვილი და აჭარის უზენაესი საბჭოს ქობულეთის კანდიდატი, მალხაზ ხაბაზი დაასახელა. მამუკა ტუსკაძის თქმით, გუნდის პრიორიტეტი სოციალური თანასწორობა იქნება.