სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

18:33, 17.02.2025

საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივი გათავისუფლებების ფაქტებზე საუბრობენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“. ისინი მოუწოდებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ დაინტერესდნენ ამ შემთხვევებით. მათივე თქმით, პროცესი დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება იმ ადამიანების გათავისუფლებები, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

მათივე განცხადებით, პროფესიულ კავშირად ოფიციალურად რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ „კონსტიტუციის 78-ე მუხლს“. ისინი მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ აპირებენ რეესტრში განაცხადის შეტანას.

მსგავსი