სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიში

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება შეაჯამა. მათი შეფასებით, გაზრდილია წნეხი სამოქალაქო ორგანიზაციებსა თუ მედიაზე, რაც თავისუფალ, შეუზღუდავ მუშაობას აფერხებს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ინსტიტუციურ დონეზე კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზება. ასევე პრობლემად დასახელდა პარლამენტში ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფის ფაქტები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. დოკუმენტში ხაზგასმულია ლგბტქ თემის წარმომადგენლების უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე.