სოციალური სააგენტო არასრულწლოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ მამა მცირეწლოვან ბავშვს სიგარეტს აწევინებს.

ვიდეოს გავრცელებისთანავე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს და ფაქტზე რეაგირება მოითხოვეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ საქმის შესწავლა დაწყებულია, რისთვისაც ჯერ ოჯახის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რის შემდეგაც იქ სოციალური მუშაკი მივა და ბავშვების მშობლებს გაესაუბრება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა აცნობონ ცხელი ხაზის (1505) მეშვეობით, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ.