სოციალური ქსელების ჭარბი მოხმარება მოზარდებში 

21:38, 22.07.2026

გაჯეტებზე ბავშვების ზედმეტი დამოკიდებულება და სოციალურ ქსელებზე არასრულწლოვნების წვდომა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემზღუდავ ზომებზე და სხვადასხვა რეგულაციის ამოქმედებაზე დაიწყეს ფიქრი. მათ შორისაა საფრანგეთი და ინგლისი. გეგმაშია სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება. საფრანგეთი 15 წლამდე ასაკზე საერთოდ აკრძალვების დაწესებას აპირებს, დიდ ბრიტანეთში კი არასრულწლოვნებისთვის საათობრივი შეზღუდვების ამოქმედებას ფიქრობენ. კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების და გაჯეტების ჭარბად გამოყენება არასრულწლოვნებში სხვადასხვა ფუნქციის დარღვევას და ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ ქართველი ექიმებიც, რომლებიც ზემოთ ნახსენები ჩივილებით ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების მიმართვიანობის გახშირებაზე საუბრობენ.

მსგავსი