სოციალური პროექტი ქალებისთვის

„კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ – საქართველოს მასშტაბით სოციალური პროექტი იწყება, რომლის მიზანია, ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ყველა რეგიონში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის ზრდა, ცოდნის გაღრმავება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილე ბენეფიციარისთვის, პროგრამა სრული დაფინანსებით განხორციელდება.