სოციალური პროექტი ბათუმში 

კიდევ ერთი სოციალური პროექტი ბათუმში – გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ ცხრა კორპუსს მალე ახალმოსახლეები ეყოლება.

ქონება ბიზნესმენს ჩამოერთვა, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მსჯავრდებულისგან სახელმწიფოსთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანი კი, პროკურატურამ 23 მილიონ ლარად შეაფასა. ორი თვის წინ უძრავი ქონება სახელმწიფოს გადაეცა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით კი ის მთლიანად სოციალურ მიზნებს უნდა მოხმარდეს. აჭარის მთავრობამ კორპუსების ბინათმოწყობისთვის მოსამზადებელ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. უსახლკარო ოჯახებს ბინის მისაღებად განაცხადის წარდგენა უკვე შეუძლიათ.