სოციალური მუშაკების პროტესტი

ჯანდაცვის მინისტრთან სამსაათიანი საუბრის მიუხედავად, სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება. შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შედგა.

ქუჩაში გასული 180 თანამშრომლის მთავარ მოთხოვნებს შორის ხელფასების მატება, ფსიქოლოგების რაოდენობის ზრდა და ტრანსპორტით უზრუნველყოფაა.

მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ანაზღაურება ცხრა თვის შემდეგ, ანუ ახალი ბიუჯეტის მომზადებისთანავე მოიმატებს. თუმცა აქციების შესაწყვეტად სოციალური მუშაკები დაპირებების წერილობით დადასტურებას ითხოვენ.

არ არის გამორიცხული, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში შექმნილ პრობლემებზე დავით სერგეენკოს პარლამენტში მოუხდეს მისვლა.