სოციალური მუშაკების პროტესტი

თბილისსა და ბათუმში სოციალურმა მუშაკებმა მორიგი აქციები გამართეს. დედაქალაქში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვენ.

სოციალური მუშაკების განცხადებით, აუცილებელია ფსიქოლოგების დამატება, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ისინი ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიცემულ პირობას ფასადურს უწოდებენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ ბათუმშიც. ისინი უკვე მეექვსე დღეა, გაფიცულები არიან და დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.