სოციალური მუშაკების აქცია ქუთაისში

15:28, 27.03.2019

სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია გრძელდება ქუთაისში. ამ წუთებში გაფიცულები სოციალური მომსახურების იმერეთის სააგენტოს შენობის წინ არიან შეკრებილი.

სოციალური მუშაკები კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მატებას, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე ბენეფიციარები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები ქუთაისის მერს გააცნეს.

მსგავსი