სოციალური დისტანცია - წესები საგანგებო რეჟიმის დროს

სპეციალისტების რეკომენდაცია უცვლელია – მთავარი იარაღი უხილავი მტრის წინააღმდეგ სოციალური დისტანცირებაა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

უფრო მკაცრია მოთხოვნა რისკ-ჯგუფებისა და ასაკოვანი ადამინებისთვის. ექიმები მათ სახლიდან გამოსვლას სეირნობის მიზნითაც არ ურჩევენ.  წინააღმდეგ შეთხვევაში მედიკოსების თქმით, ვითარება შესაძლოა არასასურველი სცენარით წარიმართოს. მოსახლეობის ნაწილი მიანიშნებს რომ მუდმივად სახლში ყოფნა სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას ახდენს, მათ შორის არის „დე“ ვიტამინის ნაკლებობა. სპეციალისტების რჩევით ამ შემთხვევაში მთავარი შესაბამისი მედიკამენტების, ასევე რძის პროდუქტების და ხილის მიღებაა.