სოციალური დახმარების პროგრამა და გამოწვევები 

ჯანდაცვის მინისტრის მოსმენის დროს აქტუალური იყო კიდევ ერთი თემა, – რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შესამცირებლად.

დეპუტატების აზრით, გადასახედია სისტემა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების აღრიცხვა და შემწეობების გაცემა ხდება. კანონმდებლებთან ერთად მინისტრიც აღიარებს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე გაცემული ყოველთვიური 50-ლარიანი დახმარება არასაკმარისია. ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად მინისტრმა დღეს გარკვეული ცვლილებებიც დააანონსა.