სოციალური დახმარების მიმღებ პირთა ბაზის შემოწმება
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების მიმღებ პირთა გადამოწმებას იწყებს. მინისტრის ინფორმაციით, ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი, ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში.