სოციალური აქციები მარნეულში

მე-16 დღე მარნეულის ჩაკეტვიდან –  უკვე მესამე კვირაა, მუნიციპალიტეტი სხვა რეჟიმით ცხოვრობს. დაავადების შიდა გავრცელების რისკების შესამცირებლად გამკაცრებულია საპრევენციო ღონისძიებები, ტარდება თერმო-სკრინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები.

ნებადართულია მხოლოდ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში გასვლა. მოწყვლად ჯგუფებს კი, სურსათსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სახლებში აწვდიან.

სოციალურ აქციაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად,  მეწარმეები და კერძო პირებიც ჩაერთნენ.