სოციალური აგენტების პროტესტი ბათუმში

თბილისთან ერთად, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ბათუმშიც გამართეს. მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. სააგენტოს თანამშრომლების თქმით, შეთავაზება, რომელიც მათ მიიღეს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არასაკმარისია. ისინი ხელფასის ასპროცენტიან ზრდას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ტრანსპორტის გამოყოფას მოითხოვენ. ბათუმში აქციას სააგენტოს თანამშრომლები ფოთიდან და გურიის რეგიონიდანაც უნდა შეერთებოდნენ, თუმცა უამინდობის გამო, ისინი ბათუმში ვერ ჩავიდნენ.