სოციალურად დაუცველთა გადამოწმება 

სოციალურად დაუცველი 25 000-მდე ოჯახი შემწეობებს ვეღარ მიიღებს. ასეთია თებერვალში დაწყებული შემოწმების პროცესის პირველადი შედეგი. მონიტორინგმა აჩვენა, რომ მითითებული ოჯახების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას აღარ საჭიროებს. სტატისტიკა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 47 000 ოჯახი, 140 000-მდე ოჯახი კი შესამოწმებელია. მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული სოციალური აგენტების ჯგუფები ატარებენ – ქულათა შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მომავალში ეს კრიტერიუმებიც უნდა გადაიხედოს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა  შემოწმება ბოლოს პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა, „კოვიდ 19“-ის გამო კი ამ მიმართულებით მორატორიუმი იყო გამოცხადებული.