სოციალურად დაუცველების მოთხოვნა

თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში შეჭრილები მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ. სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ დაიკავა 4 დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა, დანარჩენი 5 მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ.

შეჭრილების ადვოკატის განცხადებით, ეს ადამიანები 27 წელზე მეტია, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და ამიტომაც გადაწყვიტეს ტერიტორიის დაკავება. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც იმყოფებოდა. თბლისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ 109-ე ბაღის შენობა ავარიულია.