სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია – გამოხმაურება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი სამხედრო ივან დებალცინი საქართველოში ცხოვრობს, „ქართულ ოცნებაში“ სიცრუეს უწოდებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია და მათი აქტივისტები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას. მიზანი კი სამართალდამცავი უწყებების რეპუტაციის შელახვაა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფოტოც და პირადი ინფორმაციაც ,აქტივისტების თქმით ივან დებალცინს ეკუთვნის, თუმცა ოფიციალურად ეს მასალა სხვა რუსი სამხედროს კუთვნილებაა, მაგრამ არც ამ პიროვნებას უფიქსირდება საქართველოს საზღვრის კვეთა.