სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამა 

პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეთავაზებული თანხის გაცემა იწყება.

28 ნოემბრიდან დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შედეგად უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შესაბამისი პროცედურების გავლა ხვალიდან შეუძლიათ. ხვალიდან ამოქმედდება სარესტორნო ქსელისთვის გათვალისწინებული სესხის სუბსიდირების პროგრამაც.

მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს, რომელი მიზნობრივი ჯგუფი როდიდან და რა სახის დახმარებას მიიღებს.