„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ბრიფინგი

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლებმა სასკოლო და სკოლამდელი პოლიტიკის საკითხზე პარლამენტში კონფერენცია გამართეს. კონფერენციაზე პარტიის ზოგადი კონცეფცია განიხილეს.

პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ განათლება სახელმწიფოს განვითარებისთვის ცენტრალური და კრიტიკული სფეროა, რომელზეც ისინი 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვან აქცენტს გააკეთებენ. შეხვედრას განათლების ექსპერტები და მოქმედი პედაგოგები დაესწრნენ, რომლებმაც სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია გამოთქვეს.