„სოციალ-დემოკრატების“ პრესკონფერენცია

„სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას მოუწოდებენ, საფინანსო კომპანია „საქართველოს“  მიერ დაზარალებულთა სამართლიანი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, დაზარალებულებთან ერთად, დღეს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კომპანიის საქმიანობამ რამდენიმე ათას ოჯახს უდიდესი ზარალი მიაყენა. პროცესში კი, მთავრობამ აქტიური როლი უნდა ითამაშოს. გია ჟორჟოლიანი საფინანსო კომპანიასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.