„სოციალ-დემოკრატების"ალტერნატიული წინადადება საპენსიო რეფორმაზე

“სოციალ-დემოკრატები” საპენსიო რეფორმის ალტერნატიული წინადადებით გამოდიან. როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა, მთავრობის მიერ წარდგენილ რეფორმას ნაკლოვანებები აქვს, რის გამოც, ახალი საპენსიო რეფორმა მოამზადეს.

დეპუტატის შეფასებით, მთავრობის პროექტით   ცვლილებები პენსიონერების წინაშე არსებულ პრობლემებს მთლიანად ვერ პასუხობს და ასევე  საკითხის საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა.

ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მათ მიერ შემუშავებული რეფორმა სამ სვეტს ეფუძნება.  დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ  მათი ინიციატივით,  ჰორიზონტალური სოლიდარობის ფონდი შემოდის, რომლის საფუძველზეც ადამიანები, რომელთაც დაბალი ხელფასი აქვთ, უფრო მეტად გაზრდილ პენსიას მიიღებენ, ვიდრე მასზე მაღალი შემოსავალის ადამიანები“.