სოცდაუცველების ბაზების გადამოწმების კრიტერიუმები
რა კრიტერიუმებით გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახები. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დააანონსა, რომ მონაცემთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განიხილეს პროცესის ობიექტურად და ეფექტურად წარმართვის გზები. 2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, წლების განმავლობაში რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის რეგულარული გადამოწმება არ ხდებოდა და მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ.