სნოს სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის განხილვა

18:28, 25.08.2026

სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად დამატებითი კვლევა მიმდინარეობს. აღნიშნული მოიცავს შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენას. სკოლის შენობის არსებული მდგომარეობა და პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯები ადგილზე კიდევ ერთხელ განიხილეს. ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

არსებული შენობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სრული ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე იქნება მიღებული. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს.

მსგავსი