სმიტების მკვლელობის საქმეზე პროცესები მიმდინარეობს გორის რაიონულ სასამართლოში.
საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს ბრალდებულ მალხაზ კობაურის მოთხოვნით გადაეცათ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხება. ესენი არიან ის მწყემსები, რომლებიც ბრალდებულ კობაურთან ერთად იმყოფებოდნენ ხადას ხეობაში და ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები.
14 ნაფიცი მსაჯული სულ 100-მდე მოწმეს მოუსმენს.