სმარტფონების გამოყენება ბავშვებში – სტატისტიკა და რეკომენდაციები

21:45, 05.09.2025

თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი გამოწვევა. ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ არასრულწლოვნებს შორის სმარტფონებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. სტატისტიკის მიხედვით, ასაკი სულ უფრო მცირდება. გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 35%, ეკრანთან საათზე მეტხანს ატარებენ, რაც საგანგაშო მაჩვენებლად მიიჩნევა. ცალკე კვლევის შედეგები აქვს საქსტატს, რომლის მიხედვით, 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 95% სმარტფონების აქტიური მომხმარებელია. და ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ ეს მონაცემი მხოლოდ 75%-ს შეადგენდა. ბოლო სტატისტიკურ მონაცემებში ექიმები და ფსიქოლოგები სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ.

მსგავსი