სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სლოვენია გახდა ევროკავშირი-შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო.

დიპლომატიური უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე, როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიჩნევა ქვეყნად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებასა და ადამიანები ყველა სახის შესაძლო დევნისგან დაცულნი არიან.

სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვისთვის დაჩქარებულ პროცედურას გამოიყენებენ, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.