სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N32-34-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სასმელი წყლის სოკო და გარე განათების სისტემა. განახლებულ რეკრეაციულ სივრცეში განთავსდა საპარკე ავეჯი და განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. დაითესა ბალახი და დაირგო 382 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.