სკვერის რეაბილიტაცია ზღვისუბნის დასახლებაში
ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე მესამე მიკრორაიონის მეხუთე კვარტალში, №22 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა.
პროექტის მიხედვით, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მოსასვენებელი სივრცეები. პროექტის ღირებულება 800 000 ლარია.