ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა. პროექტის ფარგლებში, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. მოეწყო კომბინირებული სპორტული მოედანი. დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯა.