სკვერის რეაბილიტაცია

ყიფშიძის ქუჩაზე, შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლდა ამავე ქუჩაზე, №7 გ  კორპუსის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცეც. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას უკანონოდ ჰქონდათ შემოღობილი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, ორი დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები.