სკვერის რეაბილიტაცია

ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე, შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება იქ არსებულ სპორტულ მოედანს. აღნიშნული პროექტისთვის ორი მილიონი ლარია გამოყოფილი. სკვერის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.