სკვერის რეაბილიტაცია

15:42, 06.02.2025

სანზონის დასახლების N26-27 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. სკვერში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი პავილიონების, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობა. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარით დაფინანსდება.

მსგავსი