გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110−112-ე კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თითქმის ერთი ჰექტარი რეკრეაციული სივრცე ავტოფარეხების ადგილზე ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, გლდანის მოსახლეობას ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება, სადაც საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები მოეწყობა.
ტერიტორია სრულად გამწვანდება.