სკრინინგის დაგვიანებული მიმართვიანობა
პრობლემები, რასაც დაგვიანებული დიაგნოსტიკა ქმნის. სკრინინგის პროგრამებზე არასაკმარისი მიმართვიანობა ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის მძიმე სტატისტიკაში აისახება. პროგრესია იმ მხრივ, რომ წინა წლებთან შედარებით სიმსივნური დაავადებების გამოვლენა გვიან სტადიებზე ნაკლებად ხდება. თუმცა ამ მოცემულობას ექიმები მაინც არასაკმარისად მიიჩნევენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სკრინინგის უფასო პროგრამებით სიმპტომების გამოვლენამდე ისარგებლონ.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც მიმართვიანობა, დედაქალაქთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია.